← მთავარი
პოლიტიკა

არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - მაჭავარიანი

26 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - მაჭავარიანი

ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, უბრალოდ არსებობს რაღაც წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ფიზიჯურად ვერ მოითმენს. იყო ძალიან სერიოზული შეურაცხყოფები, რომელიც პირდაპირ დავალებული იყო გიორგი გახარიას, რაც უნდა მიეყენებინათ მის ქვეშევრდომებს ჩვენი გუნდისთვის, იყო პირადი შეურაცხყოფები ძალიან მძიმე.ქართული ოცნების გუნდის უდიდესი უმრავლესობა აშველებდა და სწორედ ამ გაშველების შედეგია ის, რომ ეს ადამიანები ამ დარბაზიდან გავიდნენ და გიორგი შარაშიძე იყო, რომელიც ასევე შეურაცხყოფებით გამოირჩეოდა დღეს და ხელიც არ მოხვედრია ისე გავიდა დარბაზიდან.

← მთავარი