სპორტი
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, თურქული გუნდები “ბეშიქთაში” და “ფენერბაჰჩე” “ნაპოლის” 33 წლის ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.
“პარტენოპეი” მზადაა, გუნდის თავდამსხმელს, რომელთანაც ბოლო პერიოდში ურთიერთობა გაუფუჭდათ, 10 მილიონ ევროდ შეელიოს.
ლუკაკუ იტალიური კლუბის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავს. მას კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება. გასულ სეზონში ბელგიელმა ყველა ტურნირზე 7 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.