სპორტი
[ოფიციალურად] ლუკა ლაცაბიძე ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია! | Lelo.Ge
22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე “ტორპედოს” ფეხბურთელია”, - ვკითხულობთ ქუთაისური კლუბის ოფიციალურ გვერდზე.
ამ ტრანსფერზე “ლელო” ადრევე წერდა. დღეს კი ბეჭედი დაესვა. ლუკა ლაცაბიძე “ტორპედოში” დონეცკის “შახტარიდან” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ლაცაბიძე იყო თბილისის “დინამოს”, ოდესის “ჩერნომორეცისა” და დანიური “ვეილეს” ფეხბურთელი.
უთამაშია საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. დღესდღეობით კი 21-წლამდელთა ნაკრების წევრია. გამოძახებული იყო ეროვნულ გუნდშიც.