სამართალი
13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილი ბათუმის კლინიკაში ოპერაციის დროს გარდაიცვალა — გამოძიება დაიწყო
ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა. ოჯახი სიკვდილის მიზეზად ანესთეზიის გადაჭარბებულ დოზას ასახელებს.
მოზარდი, მერვე კლასელი, თამაშის დროს ხელი მოიტეხა. თავდაპირველად ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ბავშვთა ტრავმატოლოგიური განყოფილება არ ფუნქციონირებდა, შემდეგ კი ბათუმში გადაამისამართეს.
ოჯახის ინფორმაციით, ლუკა კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა. ოპერაციაზე რამდენიმე საათი ელოდა — ანესთეზიის გაკეთებიდან დაახლოებით 20 წუთში გული გაუჩერდა.
„ექიმებმა ჩემი ლუკა მომიკლეს”, — წერს გარდაცვლილის დედა, ნინო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.