← მთავარი
საზოგადოება

ჩოხატაურში მეშვიდე კლასის მოსწავლე ოპერაციისას გარდაიცვალა

9 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ჩოხატაურში მეშვიდე კლასის მოსწავლე ოპერაციისას გარდაიცვალა

ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასელი ლუკა ჩხიკვიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას, სკოლის დირექტორზე დაყრდნობით, GURIA NEWS ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბიჭი ხელი მოიტეხა და მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ოპერაციის დროს, ნარკოზის შეყვანის შემდეგ, მას გული გაუჩერდა.

← მთავარი