← მთავარი
სპორტი

ლუის ენრიკე: „გვარდიოლა ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია”

22 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ლუის ენრიკე: „გვარდიოლა ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია”

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ Ligue de Champions-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად პეპ გვარდიოლა მიაჩნია.

„გვარდიოლა „სიტის” ტოვებს? ამ ამბავს ვერ ვიჯერებ, მართლა ვერ ვიჯერებ. ის ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია,” — განაცხადა ენრიკემ.

გვარდიოლას „მანჩესტერ სიტისთან” ხელშეკრულება 2027 წლამდე ჰქონდა, თუმცა ესპანელი ამ ვადამდე კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს. მის ადგილზე „ჩელსის” ყოფილი მწვრთნელი ენცო მარესკა მოვა. „ეტიჰადის” ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება.

← მთავარი