სპორტი
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას ბუნდესლიგის კლუბ “კიოლნში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 28 წლის მცველი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
“კიოლნი” “ნიურნბერგს” ლუკას სანაცვლოდ 5.5 მილიონ ევროს გადაუხდის.
შეგახსენებთ, გასული სეზონი ლოჩოშვილმა ბუნდესლიგა 2-ში გაატარა, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა “ნიურნბერგის” რიგებში ჯამში 34 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.