← მთავარი
საზოგადოება

"დაძინების შემდეგ ვეღარ გაიღვიძა" — გაგიკ წარუკიანის ლომი ზოოპარკში მოკვდა

9 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge

პრორუსი სომეხი ოლიგარქის და პოლიტიკოსის, გაგიკ წარუკიანის სამი ლომიდან ერთ-ერთი, რომელიც ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს, მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ერევნის ზოოპარკმა გაავრცელა.

“ამ ეტაპზე სინანულით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ზოოპარკში გადმოყვანილი ძუ ლომმა, ხანდაზმულობისა და თანმხლები დაავადებების გამო — რაც უკვე დაფიქსირდა გაკვეთის შედეგად — დაძინების შემდეგ ვეღარ გაიღვიძა.

ცხოველის ორგანოები და ორგანიზმის სისტემები დაზიანებული იყო, რაც ასაკობრივი ცვლილებების შედეგია”, — ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს ჩხრეკა ჩატარდა აყვავებული სომხეთის ლიდერის, გაგიკ წარუკიანის კერძო სახლში და კონცერნ “მულტი გრუპში” შემავალ თითქმის ყველა კომპანიაში, ასევე ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ბინებში. ჩხრეკისას სამი ლომი, ერთი ვეფხვი და 200-მდე ფრინველის ფიტული იპოვეს. შემდეგ კი წარუკიანი თაღლითობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებისთვის დააკავეს.

“საგამოძიებო კომიტეტის ეკონომიკური დანაშაულებისა და კონტრაბანდის გამოძიების მთავარ სამმართველოში მიმდინარე ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მოპოვებულია ფაქტობრივი მონაცემები იმის შესახებ, რომ 2022–2024 წლებში, გ. ც.-ს ორგანიზებით, რამდენიმე პირმა, სავარაუდოდ, ჩაიდინა თაღლითობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება”, — აღნიშნეს უწყებაში.

გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს

გაგიკ წარუკიანის სახლსა და ოფისებში ჩხრეკა ტარდება

← მთავარი