← მთავარი
სპორტი

ლოჩოშვილი ინგლისისკენ — „ნიურნბერგი” ქართველ მცველს ვერ შეაჩერებს

12 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ლოჩოშვილი ინგლისისკენ — „ნიურნბერგი” ქართველ მცველს ვერ შეაჩერებს

საქართველოს ნაკრების 28 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგს” ტოვებს. გერმანული გამოცემა „კლუბფოკუსი” წერს, რომ ქართველი ფეხბურთელის მეორე ბუნდესლიგელ კლუბთან განშორების ალბათობა სტაბილურად იზრდება.

„ნიურნბერგი” ახლა კი სხვა მოთამაშეებს ამაგრებს — საბერძნეთის ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი ალექსიოს გალოგეროპულოსი უკვე ჩამოვიდა, ასევე დასრულდა ფინ ოტოს ტრანსფერი. „ლოჩოს” კი, მიუხედავად 2029 წლამდე მოქმედი კონტრაქტისა, კლუბი ამდენ ხანს არ შეაჩერებს.

ინტერესს „ლოჩოს” მიმართ ინგლისური კლუბები იჩენენ — ისეთები, რომელთა ფინანსური შესაძლებლობები „ნიურნბერგის” მასშტაბს გადასცდება. ლოჩოშვილი ქართული ნაკრების ბოლო სანაკრებო მატჩებშიც შესანიშნავ ფორმაში იყო — გოლიც გაიტანა.

← მთავარი