სპორტი
ჩაკვეტაძის შემდეგ, ლოჩოშვილიც ტოპ-5 ლიგაში - "ლოჩო" კარიერას ბუნდესლიგაში, კიოლნიში გააგრძელებს: ტრანსფერის დეტალები
კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ტოპ 5 ლიგაში. როგორც ცნობილი ხდება, ეროვნული ნაკრების მცველი, ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგიდან კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს.
ინფორმაციას ამის შესახებ Geo Team აქვეყნებს. 28 წლის მცველი 3-წლიან კონტრაქტს კიოლნთან გააფორმებს.
“ფეხბურთელი მის წარმომადგენლებთან ერთად უკვე გერმანიაშია. სამედიცინო შემოწმება დღეს.
კონტრაქტის გაფორმება დღეს.
კიოლნი ნიურნბერგს ლუკა ლოჩოშვილის სანაცვლოდ 5.5 მილიონ ევროს გადაუხდის”, - წერს Geo Team.
ინფორმაციისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემაც შეიცვალა კლუბი. ჩვენი ნაკრების შემტევი “უოტფორდიდან” კარიერას სერია A-ში, “უდინეზეში” გააგრძელებს.
26 წლის ნახევარმცველმა იტალიურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა,