← მთავარი
სპორტი

"ლივერპულმა" მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი გაათავისუფლა

30 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge

„ლივერპულმა” ოფიციალურად გაათავისუფლა გუნდის მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი — კლუბმა ეს სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადებით დაადასტურა.

ნიდერლანდელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „ლივერპულმა” ამ სეზონში ინგლისის პრემიერლიგა მეხუთე ადგილით დაასრულა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ასვლის ბილეთი მოიპოვა.

სავარაუდო მემკვიდრე ესპანელი სპეციალისტი ანდონი ირაოლაა — „ბორნმუთის” ყოფილი მწვრთნელი. Fabrizio Romano-ს ინფორმაციით, „ლივერპული” მოლაპარაკებებს მხოლოდ ირაოლასთან აწარმოებს და შეთანხმება მალე სალოდებელია.

← მთავარი