← მთავარი
სპორტი

რატომ გაათავისუფლა "ლივერპულმა" მოულოდნელად სლოტი - ოუენმა მიზეზი განმარტა

13 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
რატომ გაათავისუფლა

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა მაიკლ ოუენმა  Liverpool ECHO-ს იმ მიზეზებე ისაუბრა, რის გამოც “ლივერპულმა” სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი გაათავისუფლა.   თავდაპირველი ცნობით, ნიდერლანდელის დათხოვნა არ იგეგმებოდა, მაგრამ 30 მაისს სპორტული დირექტორის, რიჩარდ ჰიუზის ხელმძღვანელობით ჩატარებული სეზონის განხილვის შემდეგ, სლოტს კარისკენ მიუთითეს და მის ნაცვლად “ბორნმუთის” ყოფილი თავკაცი ანდონი ირაოლა დანიშნეს.    ირაოლას მიაჩნია, რომ “მერსისაიდული” გრანდის ეს გადაწყვეტილება დიდწილად ფანების უნდობლობამ განაპირობა, რადგან ნიდერლანდელის გულშემატკივრებს აღარ სჯეროდათ.    “თავიდან მჯეროდა, რომ “ლივერპული” სლოტს მეტ დროს მისცემდა და მომავალ სეზონში ის იქნებოდა გუნდის ხელმძღვანელი, მაგრამ სეზონის ბოლოს გულშემატკივართა მხრიდან დიდი უნდობლობა იგრძნობოდა.    თუ ფანებს კითხავდით, ისინი გიპასუხებდნენ, რომ სლოტი არ იყო ადამიანი, რომელსაც ფეხბურთელთა განვითარება და წარმატების მოტანა შეეძლო. ვფიქრობ, ამ ყოველივემ დირექტორთა საბჭოზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ისინი მიხვდნენ, რომ ცვლილება აუცილებელი იყო”, - თქვა ოუენმა. თეგები:ლივერპულიმაიკლ ოუენიარნე სლოტი(1) / (1)

← მთავარი