“ლივერპულმა” ტრანსფერი დაადასტურა - მამარდაშვილის გუნდი ესპანელი ფორვარდით გაძლიერდაErnests Gulbis04:18/23-06-2026+-“ლივერპულმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ “ოსასუნადან” 22 წლის ესპანელი ფორვარდი ვიქტორ მუნიოსი შეიძინა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2032 წლამდე გააფორმა.
გარიგების საფასურმა 40 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც ნახევარს მუნიოსის აღმზრდელი გუნდი მადრიდის “რეალი” მიიღებს.
“მერსისაიდელთა” ახალი შენაძენი ამჟამად აშშ-ში იმყოფება, სადაც თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს მუნდიალზე ეხმარება. მან გასულ სეზონში ლა ლიგის 34 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა. თეგები:ლივერპულიოსასუნავიქტორ მუნიოსი(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ