← მთავარი
საზოგადოება

„ყვირილით ითხოვდა შველას... ვერავინ გაბედა ჩასვლა... კაფიდან გამოვარდა ეს ბიჭი... გზადაგზა იძრობდა ტანსაცმელს...“ - რა მოხდა ლისის ტბაზე და რას წერს ლაშა ბერულავა?

27 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„ყვირილით ითხოვდა შველას... ვერავინ გაბედა ჩასვლა... კაფიდან გამოვარდა ეს ბიჭი... გზადაგზა იძრობდა ტანსაცმელს...“ - რა მოხდა ლისის ტბაზე და რას წერს ლაშა ბერულავა?

ჟურნალისტის ლაშა ბერულავას ფეისბუკპოსტი, რომელიც 23 ივნისს ლისის ტბაზე მომხდარ შემთხვევას ეხება:

„ეს არის ის დიდებული ადამიანი, 23 წლის ტყიბულელი თემო კუბლაშვილი, ვინც 23 ივნისს, ღამით, ლისის ტბაში დახრჩობას გადაარჩინა ბიჭი, რომელიც თავად იმიტომ ჩავიდა წყალში, რომ ბავშვისთვის ამოეტანა ტბაში ჩავარდნილი ბურთი. ბურთი თხელი აღმოჩნდა და, როგორც ხდება, მისკენ მცურავი ადამიანის სხეულისგან გამოწვეული მცირე ტალღებით უფრო სიღრმისკენ მიიწევდა და შეიტყუა ბურთს დადევნებული ბიჭიც, რომელსაც შუა ტბაში გამოელია ძალა და ყვირილით ითხოვდა შველას, წყალში ჩასვლას კი ვერავინ ბედავდა, სანამ იქვე, კაფიდან არ გამოვარდა ეს ბიჭი. რომელიც გზადაგზა იძრობდა ტანსაცმელს… გადახტა, კარგა ხანს მიაპობდა წყლის მღვრიე ნაკადს (ლისის ტბის საშუალო სიღრმე 4 მ. ყოფილა, ბოლოს კი თითქმის ჩაძირულ, არაქათგამოცლილ ბიჭს ბურთის თეთრი ზოლებით მიაგნო და რის ვაი-ვაგლახით გამოიყვანა ნაპირზე, მერე კი დიდხანს იჯდა ნაპირზე, ქოშინებდა და და ძალას იკრებდა, თავადაც არაქათგამოცლილი… იქვე, “ინტელიგენცია ლისში” მუშაობს მიმტანად, აბა, თქვენ იცით: მადლობის თქმა და თიფის დატოვება არ დაგავიწყდეთ“.

← მთავარი