← მთავარი
სპორტი

სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XVIII ტური – ახალი ლიდერით, რეკორდული ტურით

19 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XVIII ტური – ახალი ლიდერით, რეკორდული ტურით

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XVIII ტური] ჩემპიონატი ეკვატორზე - ახალი ლიდერით, რეკორდული ტურით…დასრულდა ეროვნული ლიგის II წრე. ჩემპიონატის ნახევარი გავლილია. წრის ბოლო ტურში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა… …უპირველეს ყოვლისა, შეიცვალა ლიდერი - თბილისის “იბერია 1999-მა” პირველი ადგილი “რუსთავს” დაუთმო. რუსთაველთა მისამართით, საქებარი სიტყვების გარდა რა გვეთქმის. გია ცეცაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი ძალიან გამართულ ფეხბურთს თამაშობს. თანაც, “რუსთავმა” სწორედ “იბერიას” სტუმრად ძლევით მოიპოვა ლიდერობა. ეს იყო ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე შედეგიანი ტური - გავიდა 22 გოლი, რაც საშუალოდ მატჩში 4,4 გოლს უტოლდება. სულ კი, 18 ტურის შემდეგ, საქართველო ჩემპიონატის საშუალო შედეგიანობა მატჩში 2.57 გოლია. ასევე პირველად მოხდა მიმდინარე სეზონში, რომ ტურში ათივე გუნდმა მინიმუმ ერთი ბურთი მაინც გაიტანა. ხოლო თბილისის “დინამოსა” და “სამგურალის” მატჩი (5:3) ყველაზე უხვგოლიანია. აქამდე, რეკორდი ეკუთვნობა “ტორპედო”-“სამგურალის” (6:1) და “მეშახტე”-“დინამო” თბილისის (1:6) მატჩს, რომელშიც 7-7 გოლი გავიდა. ამ ტურის კიდევ ერთი მთავარი მოვლენა 3 ულამაზესი გოლი გახლდათ. ამათგან, ორი - “იბერიასა” და “რუსთავის” შეხვედრაში გავიდა, მესამე კი “ტორპედოს” ლიდერმა, გიორგი არაბიძემ გაიტანა. “ტორპედოზე” ცალკე უნდა ითქვას - მართალია, ქუთათურებს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ და, ბოლოს და ბოლოს, მარცხიც არ არის ქვეყნიერების აღსასრული, მაგრამ მაინც ვერაფრით აგვიხსნია ბათუმის “დინამოსთან” ტორპედოელთა ასეთი უგერგილო თამაში, განსაკუთრებით - დაცვაში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ “ტორპედოს” შემადგენლობაში ფეხბურთის თამაში მხოლოდ არაბიძეს უნდოდა და მეტს - არავის. უიღბლო სერია შეწყვიტა კონფერენსლიგაზე ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთმა დესპანმა “დილამ”. “სპაერთან” საშინაო შეხვედრაში გორელებმა კარგად ითამაშეს და მათი გამარჯვება სრულიად კანონზომიერი გახლდათ. თბილისის “დინამომ” საგოლე ფოიერვერკი მოაწყო “სამგურალთან” მატჩში. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი უმატებს და სადაც სამართალია, იოლი ლუკმა არ უნდა იყოს ევროთასებზე თუნდაც თავისი გაქანების გუნდებთან. ტყიბულის “მეშახტემ” წყალტუბოში უმასპინძლა “გაგრას” და დაუზავდა - 1:1. ლადო ბურდულის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, გუნდი არ ნებდება და ბოლომდე იბრძვის. “მეშახტეს” ბევრი უკვე გავარდნილადაც მიიჩნევს, მაგრამ ფაქტია - გუნდი ბედს არ ურიგდება… * * * გთავაზობთ “ლელოს” ვერსიით შედგენილ ეროვნული ლიგის XVIII ტურის სიმბოლურ ნაკრებს, რომლის ტაქტიკურ სქემადაც 3-4-3 განლაგება შევარჩიეთ. მეკარე დავით კერესელიძე (3, დილა) - მეკარეთაგან ციდან ვარსკვლავები არავის მოუწყვეტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი გოლი ნამდვილად არ გავიდოდა. “დილას” კაპიტანმა მხოლოდ ერთი გაუშვა და თანაც ისეთი, გუნდს რომ ვერაფრით გადაარჩენდა. ამის გათვალისწინებით ვარგეთ მას ადგილი ჩვენს სიმბოლურ თერთმეტეულში. დაცვა ვაჟა ფაცაცია (3, რუსთავი) - ხდება ხოლმე ფეხბურთში, როცა რაღაცების ახსნა ჭირს. ის, რაც “იბერიასთან” შეხვედრაში ფაცაციამ გააკეთა, საფეხბურთო კანონებით ძალიან რთულად აიხსნება. მან… საკუთარი ნახევრიდან დარტყმულით აიღო საქართველოს მოქმედი ჩემპიონის კარი და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულაც მოუტანა. ალბათ, ასეთი გოლით გამარჯვებას კიდევ სხვა გამოე აქვს… ალექსანდრე კალანდაძე (2, დინამო თბ) - რამდენჯერმე ძალიან სახიფათოდ ჩაერთო შეტევაში. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას კი სულაც გოლი მოჰყვა “სამგურალის” კარში. თბილისის “დინამოს” დაცვის ლიდერი, ვისიც ძალიან გვეიმედება მოახლოებულ ევროთასებზე. თემურ ქეცბაიას ხელში კიდევ მოუმატებს. ლეონარდუ სანტუში (დინამო თბ) - თბილისის “დინამოს” ბრაზილიელმა მცველმა მეორე ტაიმის დასაწყისში ზუსტად მაშინ გაიტანა, როცა ანგარიში საყაიმო (2:2) იყო. ამ გოლის მერე “დინამოს” ხელ-ფეხი გაეხსნა… ნახევარდაცვა ლაშა მენთეშაშვილი (3, დილა) - თუ “დილას” ჯერჯერობით არათანაბარი სეზონი აქვს ეროვნულ ლიგაში, ლაშა მენთეშაშვილზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი გორულ კლუბს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა და უმოკლეს ხანში ლიდერად იქცა. “სპაერთან” მატჩში ორი მშვენიერი გოლი გაიტანა და გორელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მთავარ მესაძირკვლედ იქცა. უერდი მარა (4, დინამო ბთ) - ჯერ საგოლე გადაცემა გაუკეთა დმიტრი მანდრიჩენკოს, მერე კი თავადაც გაიტანა. ბათუმის “დინამოს” ლიდერია. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატში, სათამაშო კლასის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია. “ტორპედომ” ბათუმელებთან რომ წააგო, ამაში დიდია ალბანელის წვლილი. პედრო ბორჟისი (გაგრა) - ბრაზილიელი მეორე ტაიმიდან ჩაერთო თამაშში და წამალივით მოუხდა “გაგრას”. შეტევაში თავისი გუნდის თამაში მნიშვნელოვნად გაააქტიურა და შემთხვევითი არ იყო ის, რომ გაგრელთა შორის ერთადერთი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა. ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია. ტარიკ შიკალო (მეშახტე) - “მეშახტეს” ქულა ბოსნიელმა ლეგიონერმა გადაურჩინა. ტყიბულელები აგებდნენ “გაგრასთან” და სწორედ ამ დროს შეასრულა ბოსნიელმა შედეგიანი დარტყმა. შიკალოს აშკარად ეტყობა, რომ ფეხბურთის თამაში კარგად იცის - კაცის მოტყუება და ტექნილური თამაში შეუძლია. თავდასხმა პრინს ოსეი (2, რუსთავი) - ძალიან სწრაფი, ტექნიკური შემტევი, ვინც ყოველთვის დიდ პრობლემებს უქმნის მეტოქის დაცვას. ასე იყო ამჯერადაც. “იბერიასთან” შეხვედრაში განელს მშვენიერი გოლი გამოუვიდა. უნაკლო იყო მისი აჩქარება, ფინტები და საბოლოო დარტყმაც. გია ცეცაძე სწორად იყენებს მის უნარებს. დმიტრი მანდრიჩენკო (3, დინამო ბთ) - მანდრიჩენკოს გატანა ნამდვილად არ ესწავლება. ამის დასტური იყო ბათუმელთა გასვლითი მატჩი ქუთაისში, რომელშიც მან დუბლი მიითვალა. ეს არის ფეხბურთელი განსაკუთრებული ეფექტების გარეშე, მაგრამ - კარგი საგოლე ალღოთი. რაც მთავარია, მისი გამორჩეული ღირსება სტაბილურობაა. ველისოლი (3, სამგურალი) - მართალია, “სამგურალი” თბილისის “დინამოსთან” დამარცხდა და, თანაც, მეტოქემ თამაშითაც აჯობა, მაგრამ, როგორ გინდა, თუნდაც წაგებული მატჩის შემდეგ არ გამონახო რჩეულთა შორის ადგილი ვეისოლისთვის. ბრაზილიელმა, ვინც შესანიშნავ ფორმაშია, ჰეთ-თრიკი შეასრულა. მწვრთნელი გიორგი ცეცაძე (5, რუსთავი) - როგორი ამბავია, რომ ეროვნულ ლიგაში ახალაღზევებული “რუსთავი” ლიდერია. თანაც, ეს ლიდერობა გუნდმა მიმდინარე პირველობის ყოფილი პირველადგილოსნისა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონის დამარცხებით მოიპოვა. გია ცეცაძის მუშაობა ქვემოქართლურ კლუბში ერთი სიტყვით შეიძლება შეფასდეს - შესანიშნავი!მასალის გამოყენების პირობებიტეგები:ეროვნული ლიგასიმბოლური ნაკრებიმკითხველის კომენტარები / 0 /გააკეთე კომენტარი

← მთავარი