37 წლის რობერტ ლევანდოვსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ზაფხულში „ბარსელონას” დატოვებს. პოლონელი სუპერფორვარდი კლუბს 2022 წელს შეუერთდა. 191 ოფიციალურ შეხვედრაში 122 გოლი შეიტანა. „ბარსელონამ” კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა — გაცილებით დაბალი ანაზღაურებით.
„ვალმოხდილი მივდივარ. ოთხი სეზონის განმავლობაში სამჯერ მოვიგე ლა ლიგა. არასოდეს დამავიწყდება, პირველი დღიდანვე როგორ მიჭერდნენ მხარს გულშემატკივრები. კატალონია ჩემი სახლია. მადლობა პრეზიდენტ ლაპორტას — ჩვენ „ბარსელონა” სწორედ იქ დავაბრუნეთ, სადაც მისი ადგილია,” — განაცხადა ლევანდოვსკიმ.