← მთავარი
საზოგადოება

"შენ უკვე დააკლდი თბილისს, რომელიც ძალიან გიყვარდა... ყველა მოგონებამ გაირბინა თვალწინ." - ლიკა ქავჟარაძის ყოფილი ქმარი, ჟურნალისტი ლევან შანიძე გარდაიცვალა

9 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

ლიკა ქავჟარაძის ყოფილი ქმარი, ჟურნალისტი ლევან შანიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.

“მართლა აღარ ვიცი რა ვთქვა, ახლა მითხრეს, რომ ლევანი გარდაიცვალა… ჩვენი ძმა, ჩვენი სიენენა.

ბავშვობის, ყრმობის, დღევანდელობის მეგობარი და ძმობილი. ჟურნალისტი, ხელოვანი, ტელე და კინოოპერატორი, თანამედროვე ქართული ისტორიის ერთ ერთი მემატიანე.

აღარ ვიცი რა დავწერო. როგორ და რანაირად.დაგიმკვიდროს ლევან ძმაო სასუფეველი.

შენ უკვე დააკლდი თბილისს. ქალაქს, რომელიც ძალიან გიყვარდა… ყველა მოგონებამ გაირბინა თვალწინ. მთელმა ჩვენმა მეგობრობამ. ნახვამდის ლევან, იქ… ზეციურ საქართველოში”, - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ფოფხაძე.

ლევან შანიძე ლიკა ქავჟარაძის მეორე ქმარი იყო. აი, როგორ იხსენებდა მსახიობის გარდაცვალების შემდეგ ლევანი ყოფილ ცოლს და რას ამბობდა დაშორების შესახებ ერთ ერთ ინტერვიუში:

“ერთხელ, მითხრა,– კაცო, ბოლოს და ბოლოს, ხარ ჩემი ქმარი თუ არა ხარ?.. კარგი რა, შემეშალაო… ჩვენ სულ გვქონდა ერთმანეთთან კონტაქტი. ბოლოს, გადაცემის მეორე დღეს, ორჯერ ვისაუბრეთ, ვუთხარი: როგორ მომეწონე, რა კარგად ხარ, რა კარგად პასუხობდი, გამიხარდა… ნურავინ ნუ შორდება ჩხუბით და სკანდალით. დავშორდით, დავშორდით, რა ვქნა?ეს ჩემი გულისტკენაა. ჩვენ ერთადაღარ ვიყავით, როგორც ცოლი და ქმარი. ოჯახიმარტო სარეცელია? არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ იქნებ ერთხელ და სამუდამოდ დაესვას ამას წერტილი. ჩვენ შორის მოხდა ის, რომ ლიკამ თქვა: შენ, ალბათ, სხვა გიყვარსო… ჩემი გაყოფა არავისთან არ უნდოდა, ისე ძლიერ ვუყვარდი.

ჰქონდა ეჭვიანობები, მაგრამ მე ამის საბაბს არ ვაძლევდი. როცა განქორწინებაზეა ლაპარაკი, ამას ზუსტად ისეთივე მნიშვნელობას ვაძლევ, როგორც ქაღალდზე ქორწინებას. მე კარგად მესმოდა, რომ ლიკას კიდევ უფრო დასწყდებოდა გული, როცა მიხვდებოდა, რომ არასწორიგადაწყვეტილება მივიღეთ ორივემ იმ მომენტში. თავი კიტრები გვგონია ყველას,ჩემი ჩათვლით. დღეს ვფიქრობ, რომ აუცილებლად იქნებოდა კიდევ საშველი, რომელსაც იმ წამს ვერ მივაგენით. რას იზამ? დავუშვათ,გაუჩნდა მეგობარი, მე რაღა უნდა გამეკეთებინა, ჩავრეულიყავი და დამენგრია ურთიერთობა?”

← მთავარი