← მთავარი
პოლიტიკა

ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინეს, შემდეგ გgermania გედგომა მოსთხოვეს — ლევან მაჭავარიანი კირ სტარმერის გედგომაზე

23 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინეს, შემდეგ გgermania გედგომა მოსთხოვეს — ლევან მაჭავარიანი კირ სტარმერის გედგომაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ევროპულ პოლიტიკაზე “არაფორმალური ოლიგარქიული ძალების”, კერძოდ, ე.წ. “გლობალური ომის პარტიისა” და “დიფ სტეიტის” გავლენის მორიგი დასტურია. დეპუტატის შეფასებით, სტარმერს ბრიტანულ საზოგადოებაში დაბალი რეიტინგი ჰქონდა და ხალხის ნდობით არ სარგებლობდა. კირ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა “ბატონი კირ სტარმერი იყო დაქირავებული ადამიანებისა და ჯგუფების მიერ, ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინეს, ხოლო შემდეგ, როდესაც უკვე აღარ დასჭირდათ, მას გადადგომა მოსთხოვეს”, — განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. Procter & Gamble-მა ტელეარხ “იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა Nestle-მ სანქცირებულ ტელეარხ “იმედთან” კავშირის გამო შიდა გამოძიება დაიწყო ირაკლი კობახიძე: გაძლევთ გარანტიას, რომ არც “იმედს” და არც “პოსტვ-ის” არ შეექმნება არავითარი პრობლემები მმართველმა გუნდის წევრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ლონდონის მიერ საქართველოსთან მიმართებით განხორციელებულ ნაბიჯებზეც. მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობისა და დასავლური მედიის კრიტიკული შეფასებები ქვეყნის შესახებ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. “ბატონი სტარმერის პირობებში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოსთან მიმართებით მიღებული უკიდურესად სასაცილო გადაწყვეტილებები, როდესაც დამოუკიდებელი ტელეკომპანიები — “იმედი” და “პოსტივი” დაასანქცირა ბრიტანეთის მთავრობამ და ამის მიზეზად ის მოიყვანეს, რომ თითქოს ამ ტელევიზიების მეშვეობით ხდება უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა. ალბათ, პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს იმ ნარატივს, თითქოს ჩვენმა ხელისუფლებამ მოქალაქეების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ნივთიერება გამოიყენა. ფიზიკურად მოწამლული ადამიანიც არ არსებობს”, — აღნიშნა მაჭავარიანმა.

← მთავარი