← მთავარი
სპორტი

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?

9 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი მომდევნო სეზონს ახალ გუნდში დაიწყებს.

“ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” გუშინ, საღამოს, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 41 წლის ვეტერანი კალათბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ “ანგელოზებს” ლებრონის გაშვება არ სურდათ, გუნდის შეცვლა თავად ჯეიმსის სურვილი გახლდათ.

NBA-ის ყველაზე სანდო ინსაიდერის, შამს შარანიას ცნობით, “მეფე” მომდევნო სეზონში ან “მაიამი ჰიტს”, ან “კლივლენდ კავალიერსს”, ან “ფილადელფია სიქსერსს” შეუერთდება.

ლებრონი “მაიამის ღირსებას” 2010/2014 წლებში იცავდა და ფლორიდელებთან ერთად NBA-ის ჩემპიონი 2-ჯერ გახდა, ხოლო “კლივლენდში” 2003/2010, 2014/2018 წლებში ასპარეზობდა და “კავალიერსს” პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ტიტული მოაპოვებინა.

← მთავარი