← მთავარი
სპორტი

ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა

1 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა

ლეგენდარულმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” დატოვა, ამის შესახებ ინფორმაცია კალიფორნიულმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა და ლებრონ ჯეიმსს მადლობა გადაუხადა.

 

42 წლის მოთამაშემ “ანგელოზები” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ჯეიმსის დამატებით სტეფ კარის “გოლდენ სტეიტ უორიორსთან” ერთად, მისი მშობლიური გუნდი - “კლივლენდ კავალიერსიც” ინტერესდება.

 

ჯეიმსი “ლეიკერსის” ღირსებას 2018 წლიდან იცავდა და 2020 წელს კალიფორნიელებს ჩემპიონობა მოუტანა.

 

გასულ სეზონში ლებრონი რეგულარულ სეზონში მოედანზე საშუალოდ 24.4 ქულას, 8.2 შედეგიან პასს და 7.8 მოხსნას აგროვებდა.

თეგები:

ლებრონ ჯეიმსი

ლოს ანჯელეს ლეიკერსი

გაზიარება:

(0) /

(0)

← მთავარი