← მთავარი
სპორტი

ლეაომ ჩილელი ფეხბურთელი ნოკაუტში გაუშვა — პორტუგალია-ჩილეს ამხანაგური მატჩი ჩხუბით დაბინძურდა

7 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ლეაომ ჩილელი ფეხბურთელი ნოკაუტში გაუშვა — პორტუგალია-ჩილეს ამხანაგური მატჩი ჩხუბით დაბინძურდა

პორტუგალიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ჩილე 2:1 დაამარცხა, თუმცა თამაშს სცანდალი გაჰყვა.

პირველი ნახევრის ბოლოს „მილანის” ვარსკვლავი რაფა ლეაო თანაგუნდელი ჟოაო კანსელოს სადარდებლად ჩაერია. 19 წლის ჩილელ მცველს, ივან რომანს ეჩხუბა, ეს უკანასკნელი კი ლეაოს დარტყმის შემდეგ ძირს დაეცა. მსაჯმა ორივე ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა — შედეგად, ორივე გუნდმა მეორე ტაიმი 10 კაცით ჩაატარა.

პორტუგალიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კონგოს, უზბეკეთისა და კოლუმბიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ჩილეს ნაკრები კი მუნდიალზე ვერ მოხვდა.

← მთავარი