← მთავარი
საზოგადოება

7 ბინა თბილისში, ასევე სხვა ტიპის უძრავი ქონება, 3 ავტომობილი და ქველმოქმედებაში დახარჯული 37 800 ლარი - რა ქონებას ფლობს ლაშა ტალახაძე?

3 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
7 ბინა თბილისში, ასევე სხვა ტიპის უძრავი ქონება, 3 ავტომობილი და ქველმოქმედებაში დახარჯული 37 800 ლარი - რა ქონებას ფლობს ლაშა ტალახაძე?

10-ზე მეტი უძრავი ქონება, 2025 წელს შეძენილი 3 ავტომობილი, ქველმოქმედების მიზნით, გაცემული თანხა - ასეთია მცირე ინფორმაცია პარლამენტის დეპუტატის ლაშა ტალახაძის ქონებრივი დეკლარაციიდან.

ცნობისთვის, ტალახაძე ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია. ის ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში. 2024 წლიდან კი არის მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის იანვარში წარადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია ათეულობით უძრავი ქონება, რომელიც ძირითადად 2021-2022 წლებშია შეძენილი.

ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ლაშა ტალახაძემ გასულ წელს იყიდა 3 ავტომობილი და მათში ჯამურად 134 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

უფრო კონკრეტულად, დეკლარაციის თანახმად, ლაშა ტალახაძის სახელზეა:

369.9 კვ.მ. ფართობის ტერასა თბილისში, რომელიც 2021 წელს 30 000 აშშ დოლარად არის შეძენილი;

თბილისში 112.4 კვ.მ. ფართობის ბინა, რომელიც 2021 წელს 85 000 აშშ დოლარად არის შეძენილი;

თბილისში 81.2 კვ.მ.ფართობის ბინა, რომელიც 2021 წელს 100 000 აშშ დოლარად არის შეძენილი;

თბილისში 114.3 კვ.მ. ფართობის ბინა, რომელიც 2021 წელს 90 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი;

← მთავარი