← მთავარი
სპორტი

ქართველი მწვრთნელი ყირგიზეთში ქართველებთან ერთად! ლაშა ჭაღიაშვილს წარმატებული დებიუტი "ბარსში" | Lelo.Ge

30 ივნისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ქართველი მწვრთნელი ყირგიზეთში ქართველებთან ერთად! ლაშა ჭაღიაშვილს წარმატებული დებიუტი

ლაშა ჭაღიაშვილმა თბილისის “დინამოს” აკადემია დატოვა და ყირგიზული კლუბის, “ბარსის” მთავარი მწვრთნელი გახდა, თანაც უკვე წარმატებული დებიუტიც ჰქონდა.

ახალგაზრდა მწვრთნელის სახელი ძირითადად თბილისის “ლოკომოტივთან” ასოცირდება, სადაც იყო აკადემიის დირექტორიც და პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელიც. მაგრამ ბოლოს თბილისის “დინამოს” აკადემიაში საქმიანობდა, სადაც რეგიონების გუნდებს კურირებდა.

ცოტა ხნის წინ ის თბილისურ კლუბს დაემშვიდობა და მიაშურა ყირგიზულ კლუბს, რომელიც ადგილობრივ ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზეა. ჭაღიაშვილის მისვლამდე, ამ გუნდში უკვე თამაშობდნენ გია ჩადუნელი, თემურ ჩოგაძე და ბექა ქავთარაძე.

ქართველი სპეციალისტის დებიუტი შედგა ყირგიზეთის თასის 1/4 ფინალში, რომელშიც “ბარსმა” “ბიშკეკ სიტი” 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

“ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. წინ მნიშვნელოვანი მატჩები და დიდი მიზნებია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ “ბარსის” გულშემატკივრებს კიდევ ბევრი სასიხარულო მომენტი ვაჩუქოთ. ნახევარფინალში ვართ, ვაგრძელებთ ბრძოლას”, - წერს ლაშა ჭაღიაშვილი.

← მთავარი