10 სოფელი საქართველოში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს
მოსახლეობის 62% (2 442 231 კაცი) საქალაქო ტიპის დასახლებებში, ხოლო 38% (1 487 350 კაცი) სასოფლო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის საყოველთაო აღწერის დაზუსტებულ მონაცემებში. ამასთან, საქსტატის ცნობითვე, საქართველოში სულ 3 617 სოფელია, აქედან 3 417 დასახლებული, ხოლო 200 დაუსახლებელი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ქვეყნის ყველაზე დიდი სოფელი საბურთალოს რაიონში მდებარე დიღომია, რომელსაც 22 136 მცხოვრები ჰყავს. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მდგომარეობით, მოსახლეთა რიცხოვნობის მოხედვით, საქართველოს 10 ყველაზე დიდი სოფელია: დიღომი (საბურთალოს რაიონი) - 22 136 კაცი; სადახლო (მარნეულის მუნიციპალიტეტი) - 10 032 კაცი; ყიზილ-აჯლო (მარნეულის მუნიციპალიტეტი) - 8 855 კაცი; გააგრძელეთ კითხვა იხილეთ ასევე:
5 რეგიონი საქართველოში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს