← მთავარი
საზოგადოება

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიები უნებართვოდ შენდება - სააგენტო

8 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიები უნებართვოდ შენდება - სააგენტო

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს“, - წერია სააგენტოს განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ „პროცედურების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“.

უშგულის ლამარია, რომელიც სოფელ ჟიბიანის ზემოთ მდებარეობს, IX-X საუკუნეებით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ჩაიხანამ“ დღეს, 8 ივლისს გამოაქვეყნა მასალა, რომლითაც ირკვეოდა, რომ თანამედროვე სამშენებლო მასალით ბლოკით სატრაპეზოები შენდებოდა.

← მთავარი