ხვიჩა სასტარტოში, მიქაუტაძე „ახლა ან აღარასოდეს” — ქართული ლეგიონის ოთხშაბათი
„PSJ” ზედიზედ მეხუთე, სულ კი მეთოთხმეტე საფრანგეთის ჩემპიონობის მოსაპოვებლად ოთხშაბათს 23:00 საათზე სტუმრად „ლანსთან” გადის — გადატანილ მატჩში ფრეც ეყოფა. ლუის ენრიკეს სავარაუდოდ ოპტიმალური შემადგენლობა ყავს, სასტარტოში კი ხვიჩა კვარაცხელიასაც ველით.
„ლანსს” პარიზელებისთვის ჩემპიონობა არ დარჩენია — მხოლოდ გამარჯვება გამოდგება, თანაც ეს საკუთარ მოედანზე ითამაშება, სადაც ეს გუნდი შეუდარებელია.
ჰაკიმი ჯერ ვერ დაბრუნდება, ზაირ-ემერს ზურგის ტკივილი აქვს, მეკარე შევალიეს მდგომარეობა საეჭვოა, პაჩოსა და მენდეშს ძალების აღდგენა სჭირდებათ.
PSJ-ის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: საფონოვი — მაიულუ, ზაბარნი, ბერალდო, ერნანდესი — ვიტინია, ნევეში, რუისი — დუე, დემბელე — კვარაცხელია.
ესპანეთის ჩემპიონატში სამი ტური დარჩა. გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი” ოთხშაბათს 21:00 საათზე „სევილიას” უმასპინძლებს. წინა მატჩში ბენჩზე მჯდომი ქართველი ფორვარდი ამჯერად სასტარტოში ელოდება. „ვილიარეალს” ელიტის მესამე ადგილი თითქმის დაკანონებული აქვს, „სევილიას” კი ელიტაში დარჩენის ამბავი ჯერ გადაუწყვეტელი.