← მთავარი
სპორტი

კვარაცხელია UEFA-ს: „ვამაყობ, რომ ქართველი ვარ — ჩვენი მენტალიტეტი ბრძოლაა”

26 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
კვარაცხელია UEFA-ს: „ვამაყობ, რომ ქართველი ვარ — ჩვენი მენტალიტეტი ბრძოლაა”

PSG-ის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია UEFA-ს ოფიციალურ საიტს საქართველოსა და ქართველი გულშემატკივრების შესახებ ესაუბრა.

„ქართველი ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. იმდენმა ადამიანმა მომილოცა წარმატება, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი — მათ შორის ისეთებიც, ვინც ადრე ფეხბურთს საერთოდ არ უყურებდა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველ გულშემატკივარს ბედნიერება კიდევ ერთხელ მოვუტანო,” — განაცხადა კვარაცხელიამ.

ის ქართული მენტალიტეტის შესახებ ისაუბრა: „ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ყოველთვის ვიბრძვით. ერთად ძალიან ძლიერები ვართ, ყოველთვის ვიბრძვით ერთმანეთისთვის, მაგრამ ვიცით, როგორ მივიღოთ სტუმრები.”

„ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ — ჩვენი მენტალიტეტია ბრძოლა. საქართველოში ქუჩაში გასვლა ადვილი არ არის, ფეხბურთი იქ ძალიან უყვართ. მაგრამ მე ძალიან მიყვარს ჩემს ქვეყანაში დაბრუნება და ვცდილობ, ყოველ შესაძლებლობაზე ვიყო იქ,” — დასძინა მან.

← მთავარი