კვარაცხელია "რეალში"? - რა შესაძლო ტრანსფერზე წერს El Nacional-ი
El Nacional წერს, რომ ამ ზაფხულს შესაძლოა, შოკისმომგვრელი გარიგება შედგეს, რის მიხედვითაც “რეალის” შემტევი ვინისიუსი პსჟ-ში, პარიზული გუნდის ქართველი წევრი ხვიჩა კვარაცხელია კი მადრიდულ გრანდში ვიხილოთ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს გარიგება პრაქტიკულად წარმოუდგენლად ჩანს, მაგრამ ამას ხელი შესაძლოა, რიგმა გარემო ფაქტორებმა შეუწყოს.
“კვარაცხელიას ეჭვი შეეპარება გუნდში თავის როლში, თუ პსჟ იან დიომანდესა და მაგნეს აკლიუშის ტრანსფერებს საბოლოოდ დახურავს. ამავდროულად, პარიზელები ვინისიუსთან ჯერ კიდევ არიან დაკავშირებულნი.
გასაკვირი არ არის, რომ უდიდესი ფინანსური რესურსიდან გამომდინარე, ფრანგული კლუბი ქართველის გასხვისებას არ გეგმავს. ისინი ბრედლი ბარკოლას მინიმუმ 116 მილიონ ფუნტს აფასებენ და ამის გათვალისწინებით, ხვიჩას ფასი უფრო მეტი იქნება.
მოსალოდნელია, რომ ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შემდეგ, “რეალი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება. მათ იბუ კონატეს, მარკ კუკურელიასა და ბერნარდო სილვას ტრანსფერები უკვე დახურეს, მაგრამ შესაძლოა, ვიხილოთ შოკისმომგვრელი გაცვლა, რომელიც მთელს ევროპას შეარყევს. გააგრძელეთ კითხვა