← მთავარი
სპორტი

კვარაცხელიამ „ლანსთან” გოლი გაიტანა — პსჟ ჩემპიონობამდე ერთი ტაიმია დაშორებული

13 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge · lelo.ge
კვარაცხელიამ „ლანსთან” გოლი გაიტანა — პსჟ ჩემპიონობამდე ერთი ტაიმია დაშორებული

ხვიჩა კვარაცხელიამ „ლანსის” კარი დალაშქრა და პსჟ-ს ლიგა 1-ის 29-ე ტურის გადადებულ მატჩში 1:0 გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით „პარიზელები” ჩემპიონობამდე სულ ერთ ტაიმმდეა მისული.

მასპინძელ „ლანსს” მატჩის დასაწყისში რამდენიმე შანსი ჰქონდა — ტომასონს ჯერ მეკარე საფონოვი, შემდეგ ზაბარნი გზა გადაუღობა. „პარიზელებმა” კი ერთი შანსი სრულად გამოიყენეს: კვარაცხელიამ ქსელი გახსნა.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე ქართველმა თავდამსხმელმა 46 მატჩში 19 გოლი და 10 საგოლე გადაცემა გაიხვეჭა.

← მთავარი