ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალების შემდეგ ბუკმეიკერებმა განაახლეს კოეფიციენტები 2026 წლის ოქროს ბურთის მოგებაზე. ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადავიდა — ბოლო ორი კვირის განმავლობაში „პარი სენ-ჟერმენის” ქართველი ფეხბურთელის კოეფიციენტი 34.00-დან 9.00-მდე გაიზარდა.
ბუკმეიკერების ვერსიით, ოქროს ბურთის მფლობელი კანდიდატები ამჟამად ასე გამოიყურება:
- ჰარი კეინი (ბაიერნი) — 3.50
- მაიკლ ოლისე (ბაიერნი) — 4.00
- დეკლან რაისი (არსენალი) — 5.00
- უსმან დემბელე (პსჟ) — 7.00
- ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) — 9.00
- ლამინ იამალი (ბარსელონა) — 11.00
- კილიან მბაპე (რეალი) — 13.00
- ვიტინია (პსჟ) — 13.00
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) — 34.00
- რაფინია (ბარსელონა) — 34.00
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში ყველაზე მეტი თანხა „არსენალმა” გამოიმუშავა. ლონდონურმა კლუბმა, რომელმაც ფინალის საგზური მოიპოვა, გარანტირებულად 143.2 მილიონი ევრო გაინაღდა. ფინალისტმა „პარი სენ-ჟერმენმა”, რომელმაც ძირითადი ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულა, 139.4 მილიონი ევრო მიიღო.
ფინალის გამარჯვებელი დამატებით 6.5 მილიონ ევროს, ხოლო ევროპის სუპერთასის მონაწილე — კიდევ 4 მილიონ ევროს მიიღებს.
2026–27 სეზონის ჩემპიონთა ლიგაში ესპანეთი ხუთი კლუბით იქნება წარმოდგენილი. კონფერენციის ლიგის ნახევარფინალში „რაიო ვალეკანოს” გამარჯვებამ „სტრასბურის” წინააღმდეგ ლა ლიგას სარეიტინგო კვოტა გაუზარდა. ყველაზე მეტი ქულა ინგლისმა დააგროვა (28 125) და მეხუთე ადგილი მოიპოვა, ესპანეთი (22 093) მეორეა. ჩემპიონატის ტოპ-ხუთეულში „ბარსელონა”, „რეალი”, „ვილიარეალი”, „ატლეტიკო” და „ბეტისია”.