← მთავარი
სპორტი

Le Parisien: კვარაცხელია „ოქროს ბურთს” მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოიგებს

29 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
Le Parisien: კვარაცხელია „ოქროს ბურთს” მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოიგებს

„ლე პარიზიენში” ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი დომინიკ სევერაკი განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთი” მოიპოვოს.

სევერაკის შეფასებით, კვარაცხელიასთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოს ნაკრების არყოფნაა მსოფლიო ჩემპიონატზე: „ხვიჩა კვარაცხელია ჯილდოს პოტენციური მფლობელია… მუნდიალი მის ყველა მიღწევას ხაზს გადაუსვამს? ჩემპიონთა ლიგის ყველაზე დომინანტურ ფეხბურთელს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, ინდივიდუალური ტიტულის მოპოვების იმედი მაინც შეუძლია ჰქონდეს — ამ შემთხვევაში, თუ PSJ შაბათს ფინალში „არსენალს” დაამარცხებს.”

ჟურნალისტი განმარტავს, რა სცენარია საჭირო: ამ ეტაპზე „კვარა” „ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა ჰიპოთეტურ რეიტინგს სათავეში უდგას, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგაში საგოლე მოქმედებებით ევროპაში წამყვანია. „ოქროს ბურთის” მოსაპოვებლად კი ორი პირობა უნდა დაემთხვეს: PSJ-მ ზედიზედ მეორედ უნდა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, და ამასთანავე, მსოფლიო ჩემპიონატი ბელგიამ, შვეიცარიამ, მექსიკამ ან თურქეთმა — ვინმემ, ვისი ნაკრების ვარსკვლავი „კვარაზე” ძლიერ კანდიდატად ვერ ჩაითვლება — უნდა მოიგოს. ეს „ნაკლებად სავარაუდო სცენარია”, — ამბობს სევერაკი, — „მაგრამ სწორედ მის შემთხვევაში ხვიჩა „ოქროს ბურთის” მფლობელი გახდება.”

← მთავარი