← მთავარი
სპორტი

კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს — Parisfans-ის გამოკითხვაში 69% ხმა მიიღო

4 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს — Parisfans-ის გამოკითხვაში 69% ხმა მიიღო

PSG-ის გულშემატკივართა გამოცემა Parisfans-მა მაისის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა და ხვიჩა კვარაცხელიამ ხმების 69%-ით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე 12%-ით უორენ ზაირ-ემერი გავიდა, მესამეზე — 9%-ით ჟოაო ნევეში.

„ძალიან დამსახურებული გამარჯვება, რომელიც მოულოდნელი არ იყო. კვარცხლბეკზე ასვლას უორენ ზაირ-ემერი და ჟოაო ნევეშიც იმსახურებდნენ, მაგრამ ქართველი განსაკუთრებული გახლდათ — მან ფინალში პენალტი მოიპოვა, რის გამოც ანგარიში გათანაბრდა. გუნდისათვის ბოლომდე დაიხარჯა. ის მოთამაშეა, რომლის გამო გვიყვარს ფეხბურთი”, — წერს გამოცემა.

← მთავარი