← მთავარი
სპორტი

ებუე: „თუ „არსენალი” გაიმარჯვებს, ვნახოთ რა მოხდება” — ლონდონელთა ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

30 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ებუე: „თუ „არსენალი” გაიმარჯვებს, ვნახოთ რა მოხდება” — ლონდონელთა ყოფილი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე „არსენალის” ყოფილმა მცველმა ემანუელ ებუემ პსჟ-ის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. Metro-ს ციტატის თანახმად, ებუეს ჩვენებური ლონდონური გუნდის ფერებში სურს.

„ხვიჩა ფანტასტიური ფეხბურთელია. არ ვიცი, „ნაპოლიში” ამდენ ხანს რატომ თამაშობდა — დიდ სცენაზე თავის შესანიშნავ უნარებს განსაკუთრებულად ავლენს. მოხარული ვიქნები, ამ ფინალის შემდეგ თუ „არსენალში” აღმოჩნდება. პსჟ-ის მასთან განშორება გაუჭირდება, მაგრამ თუ „არსენალი” გაიმარჯვებს, ვნახოთ რა მოხდება,” — განაცხადა ებუემ.

ივუარელი ფეხბურთელი „არსენალში” 2005–2011 წლებში თამაშობდა. კვარაცხელია „ნაპოლიდან” პსჟ-ში 2025 წელს გადავიდა.

← მთავარი