სპორტი
„კვარაცხელიას ლიგა 1 საერთოდ არ აინტერესებს — მაინც გაიტანა” — ფრანგი კომენტატორი
RMC Sport-ის ჟურნალისტი დანიელ რიოლო კვლავ ხვიჩა კვარაცხელიაზე სხვა კუთხით შეჩერდა. PSJ-ს „ლანსთან” გამარჯვების შემდეგ After Foot-ის ეთერში განაცხადა:
„კვარაცხელიას ლიგა 1 საერთოდ არ აინტერესებს. მისი დრიბლინგიც კი არ მუშაობდა — ჩემპიონთა ლიგაში ყველასთან მუშაობს, Ligue 1-ში კი არა. ცუდად ითამაშა, მაინც გაიტანა!”
რიოლო ქართველ ფორვარდს „ორი სახის” მქონედ მიიჩნევს — ჩემპიონთა ლიგაში გარდასახული, ლიგა 1-ში ინდიფერენტული. PSJ ახლა ჩემპიონია; კვარაცხელიას ლიგის ბოლო ტური ისვენებს — ფოკუსი CL ფინალზეა.