სპორტი
ფრანგი ჟურნალისტი: ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთს” იმსახურებს — „ის სრულიად სხვა დონეზეა””
„Le Parisien”-ის მთავარი სპორტული მიმომხილველი დომინიკ სევერაკი PSG-ს გარემარბე ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონის ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად ასახელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ წელს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთს” იმსახურებს. მაიკლ ოლისემ კარგი სეზონი ჩაატარა, მაგრამ ყველაზე გამორჩეული ქართველი იყო. ის მძვინვარეა ორთაბრძოლებში, მიზანდასახულია, დიდი ევროპული საღამოების ვარსკვლავია.”
სევერაკის შეფასებით, მუნდიალი ახლოვდება, „მაგრამ ამან არ უნდა გავლენა იქონიოს ჯილდოს მთავარ პრეტენდენტზე, რადგან ის სრულიად სხვა დონეზეა.”