სპორტი
L'Équipe-ის რეიტინგი: კვარაცხელია მარცხენა გარემარბთა შორის მსოფლიოში პირველია
ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა L’Équipe-მა პოზიციების მიხედვით პსჟ-ს ფეხბურთელთა მსოფლიო რეიტინგი შეადგინა. ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა გარემარბთა კატეგორიაში მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.
L’Équipe-ის შეფასებები პოზიციების მიხედვით:
- მეკარე: მატვეი საფონოვი — მე-10 ადგილი
- მარჯვენა მცველი: აშრაფ ჰაკიმი — პირველი ადგილი
- ცენტრალური მცველი: მარკინიოსი — მე-6 ადგილი
- ცენტრალური მცველი: ვილიამ პაჩო — პირველი ადგილი
- მარცხენა მცველი: ნუნო მენდეში — პირველი ადგილი
- მარჯვენა გარემარბი: დეზირე დუე — მე-4 ადგილი
- ცენტრალური ნახევარმცველი: ვიტინია — მე-3 ადგილი
- ცენტრალური ნახევარმცველი: ჟოაო ნევეში — მე-5 ადგილი
- ცენტრალური ნახევარმცველი: ფაბიან რუისი — მე-8 ადგილი
- მარცხენა გარემარბი: ხვიჩა კვარაცხელია — პირველი ადგილი
- ცენტრალური თავდამსხმელი: უსმან დემბელე — პირველი ადგილი
L’Équipe-ის შეფასებით, პსჟ-ს 11 კაციდან ხუთი — ჰაკიმი, პაჩო, მენდეში, კვარაცხელია და დემბელე — საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა 31 მაისს ლიგა შამპიონის ფინალამდე, სადაც პსჟ ინტერ მილანს დაუპირისპირდება.