← მთავარი
სპორტი

კვარაცხელიამ PSG-ს გამარჯვებაში ნახევარი საათი ითამაშა — ქართული ლეგიონის შაბათ-კვირა

10 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge

საფრანგეთი — Ligue 1

PSG–ბრესტი 1:0. ხვიჩა კვარაცხელია 61-ე წუთს ჩაერთო და ბოლომდე ითამაშა — ერთ მომენტში ფეხი ატკინეს. PSG-მ ახალი ფორმებით ითამაშა. კვარაცხელიას რეიტინგები: Flashscore — 7,0; Sofascore — 7,1; Whoscored — 6,7.

მეცი–ლორიანი 0:4 (გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბუაშვილი). 40-ე წუთიდან, როცა აბუაშვილი ტრავმირებული თანამოთამაშის ნაცვლად ჩაერთო, სამივე ქართველი ერთდროულად მოედანზე იყო. წიტაიშვილი შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო. ქვილითაიამ ძირითად შემადგენლობაში 64 წუთი გაატარა.

გერმანია — Bundesliga

კიოლნი–ჰაიდენჰაიმი 1:3 (ბუდუ ზივზივაძე). „ჰაიდენჰაიმი” ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ებრძვის — ქართველი ფორვარდი ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ბერკეტია. ამჯერად ზივზივაძემ გოლი ვერ გაიტანა; 84-ე წუთამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. რეიტინგები: Flashscore — 6,2; Sofascore — 6,6; Whoscored — 6,7.

← მთავარი