სპორტი
კვარაცხელიამ 30 წუთში ენრიკეს კვლავ ააღფრთოვანა — PSJ-მ ბრესტი 1:0-ით დაამარცხა
ლიგა 1-ის 33-ე ტურში პარიჟ სენ-ჟერმენმა საშინაო მოედანზე „ბრესტს” 1:0-ით მოუგო. გამარჯვება PSJ-ს ჩემპიონობას უახლოვებს — თუ ხვალ „ლანსთან” გასვლაზე არ წააგებენ, ტიტული ოფიციალურადაც გაიფორმება.
ქართველ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დასვენების საშუალება მისცა — 30 წუთი ათამაშა. ეს დრო კვარაცხელიას ეყო, რომ ესპანელი დამრიგებელი კიდევ ერთხელ ააღფრთოვანა.
ერთ-ერთ ეპიზოდში ცუდი პასი გაკეთდა, ხვიჩამ კი მეტოქეს ბოლომდე სდია, ბურთი დაიბრუნა, გუნდისთვის ახალი შეტევა დაიწყო — და ენრიკეს მხრიდან დამსახურებული აპლოდისმენტები მიიღო.