სპორტი
ფრანგი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე: სტრატოსფერულია და ეპოპეა „არსენალთან” საუკეთესოდ უნდა დაასრულოს
ცნობილმა ფრანგმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვალიდ აშერშურმა პროგრამა After Foot-ში ხვიჩა კვარაცხელია „მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი” უწოდა.
„ხვიჩა კვარაცხელია სტრატოსფერული დონისაა. ლეგენდარული პერიოდი აქვს. ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშების ყოველ მატჩში გაბრწყინდა — ფინალშიც გაბრწყინდება. ასეთი საღამოები განსაკუთრებული მოთამაშეებისთვისაა, ხვიჩა კი ერთ-ერთი მათგანია. ეპოპეა „არსენალთან” საუკეთესოდ უნდა დაასრულოს.
ეს ის სტანდარტებია, რომლებიც მან „ჩელსისთან”, „ლივერპულთან” და „ბაიერნთან” დააწესა. თუ გუნდს „კვარა” ჰყავს, ვერ ვხედავ მიზეზს, ვინმემ ეს PSG შეაჩეროს — ქართველი ყველაზე მთელი თავით მაღლა დგას,” — განაცხადა აშერშურმა.
PSG ჩემპიონთა ლიგის ფინალს ინტერ მილანის წინააღმდეგ გამართავს.