მოურინიომ „რეალის” ხელმძღვანელობას კვარაცხელიას ტრანსფერის აუცილებლობა დაუდასტურა
ფრანგული სპორტული გამოცემა foot01 იუწყება, რომ „მადრიდის რეალის” ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბის ხელმძღვანელობას მიმართავს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელების აუცილებლობით.
გამოცემა შეახსენებს, რომ ფლორენტინო პერესმა „რეალის” პრეზიდენტობა განაახლა, მოურინიო მწვრთნელად დანიშნა, დენზელ დუმფრისი და იბრაიმა კონატე თითქმის დამატა — და ახლა ე.წ. „ხმაურიანი 150-მილიონიანი ტრანსფერის” დრო მოდის. TEAMtalk-მა ასევე დაადასტურა, რომ PSG-ს გარემარბი კვარაცხელია „სამეფო კლუბის” ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენს.
„დიდ მატჩებში მუდამ ზეეფექტური 25 წლის ქართველი დაცვაში გამოჩენილი თამაშითაც ძალიან მოეწონა მოურინიოს,” — წერს foot01.
PSG-ს სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში და მწვრთნელი ლუის ენრიკე ამბობენ, რომ კვარაცხელია „შეუცვლელია” — მის გასაყიდად PSG-ს ნება არ ექნება. ტრანსფერი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგეს დღის წესრიგში, თუ კვარა პირადად გამოხატავს წასვლის სურვილს და „რეალი” ოფიციალური შეთავაზებით გამოვა — ეს ჯერ არ მომხდარა. კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 140 მლნ ევროდ ითვლება.