← მთავარი
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: „გოლებსა და პასებზე უფრო მნიშვნელოვანია, გუნდს რამდენად ვეხმარები”

25 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
ხვიჩა კვარაცხელია: „გოლებსა და პასებზე უფრო მნიშვნელოვანია, გუნდს რამდენად ვეხმარები”

UEFA-ს ოფიციალური საიტი „პარი სენ-ჟერმენის” და საქართველოს ნაკრების ლიდერს, 25 წლის ხვიჩა კვარაცხელიას, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის შემდეგ ესაუბრა.

გოლებსა და პასებზე მეტი

„ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი გავიტანო და მეტი შედეგიანი გადაცემა გავაკეთო. ისე კი, ჩემთვის ფეხბურთი არ არის მხოლოდ გოლები და პასები — გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ეხმარები გუნდს. შეიძლება, ვერ გაიტანო, მაგრამ გუნდს მაინც დაეხმარო. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა ვამთავრებ თამაშს, უნდა ვიცოდე, რომ 100 პროცენტით დავეხმარე.”

PSG-ის სიძლიერე

„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი სიძლიერე ის არის, რომ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან — გუნდური ფეხბურთი გვიყვარს. ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია, თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ.”

„PSG-ში ყოველთვის გჭირდება ამბიცია — ჩემს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. ყოველთვის უნდა დაამტკიცო, რომ ხარ ამ მაისურის ტარების ღირსი.”

7 გოლი 7 პლეი-ოფ მატჩში

„ჩემპიონთა ლიგაში გატანა რთულია. მყავს დიდებული თანაგუნდელები — ისინი მიქმნიან შესანიშნავ შესაძლებლობებს. კიდევ მეტის გატანა მინდა. კარგ ფორმაში ვარ.”

ჩემპიონთა ლიგაზე: „ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ჰიმნს რომ ისმენ, სიამაყით ივსები. ტიტულის დაცვა ძალიან რთულია — ჩვენ ეს ვნახეთ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ხარისხი. ძალიან ძლიერ მეტოქეებს მოვუგეთ.”

← მთავარი