სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/26 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
UEFA-მ ოფიციალურად დაასახელა ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/26 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად.
15 მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა 10 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა შეასრულა და 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. „პარი სენ-ჟერმენთან” ერთად ხვიჩამ ზედიზედ მეორე წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
შეგახსენებთ: 2022/23 სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა.
UEFA-მ სეზონის სიმბოლური ნაკრებიც გამოაქვეყნა, სადაც კვარაცხელია გამწესებულია:
| მეკარე: რაია (არსენალი) | მცველები: ლიორენტე (ატლეტიკო), მარკინიოსი (პსჟ), გაბრიელი (არსენალი), მენდეში (პსჟ) | შუამავლები: ოლისე (ბაიერნი), რაისი (არსენალი), ვიტინია (პსჟ), კვარაცხელია (პსჟ) | თავდამსხმელები: დემბელე (პსჟ), კეინი (ბაიერნი). |