სპორტი
კვარაცხელია: „ორი დღის წინ წავიქეცი... მესამე თასიც წამოვა”
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენმა” ლონდონის „არსენალი” 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა და ზედიზედ მეორე წელს მოიპოვა ჩემპიონობა. ხვიჩა კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა — „არსენალის” 1:0 წინსვლის შემდეგ, სწორედ ხვიჩამ 11-მეტრიანი დაიმსახურა, რომელიც დემბელემ ზუსტად შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგის ორჯერ გამარჯვებული მატჩის შემდეგ ვეტერან ქართველ ფეხბურთელ შოთა არველაძეს შეხვდა. ყველამ ნახა ხვიჩას სისხლიანი ფეხის ფოტო — შოთიმ სწორედ ამაზე ჰკითხა.
„ორი დღის წინ წავიქეცი,” — ახსნა კვარაცხელიამ. მოვა თუ არა მესამე ჩემპიონთა ლიგის თასი, ჟურნალისტის კითხვაზე ხვიჩამ მოკლედ გასცა პასუხი: „კი, წამოვა მესამეც.”