ჯანლუკა დი მარციო — ევროპული ფეხბურთის ტრანსფერულ ბაზარზე ყველაზე ავტორიტეტული ინსაიდერი — „პარი სენ-ჟერმენიდან” კვარაცხელიასა და ბარკოლას წასვლის შესაძლებლობას გამორიცხავს.
„არა მგონია, კვარაცხელიას PSG-დან წასვლის ოდნავი შანსიც კი იყოს. წელიწადნახევრის წინ შეუერთდა გუნდს, ძალიან მაღალი ხელფასი აქვს, შესანიშნავ ფორმაშია და ძალიან დიდ კლუბში თამაშობს. ამ ეტაპზე მისი წასვლის შესაძლებლობას ვერ ვხედავ,” — განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა AceOdds-სთან ინტერვიუში.
ანალოგიური სიტუაციაა ბარკოლასთან დაკავშირებითაც: „PSG-ს არ სურს ბარკოლას გაყიდვა. ლუის ენრიკე მას აფასებს. მართალია, კვარაცხელიასა და სხვებთან კონკურენციის გამო ის ნაკლებად თამაშობს, მაგრამ კლუბის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად რჩება.”
ფრანგული პორტალი foot01 ამავე პოზიციაზეა: PSG ამ ზაფხულს კვარაცხელიასა და ბარკოლას გაშვებას არ განიხილავს, ამიტომ „არსენალსა” და „ლივერპულს” ვინგერის პოსტზე სხვა კანდიდატების ძებნა მოუწევთ.
პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალს უახლოვდება, სადაც „არსენალს” დაუპირისპირდება. ტიტულის მოგების შემთხვევაში კლუბი ჩამოყალიბებული შემადგენლობის შენარჩუნებას სასიცოხლო პრიორიტეტად მიიჩნევს.