სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ 10 წლის ანდრიას სახლს მიაკითხა და ოცნება აუხდინა
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია 10 წლის ანდრიას სახლს ეწვია. ბიჭს, რომელსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს, ოცნება სწორედ ხვიჩასთან შეხვედრა ჰქონდა — კვარამ პირადად მიაკითხა და ოცნება აუხდინა.
GeoTeam-ის ცნობით, ვიზიტი განახორციელა „კვარამ” — ხვიჩა კვარაცხელიას ფონდმა.