[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. E ჯგუფი] კურასაო 0:2 კოტ დ'ივუარი. "სპილოებმა" კურასაო არ შეიბრალეს
მსოფლიო თასი 2026. E ჯგუფი კურასაო 0:2 კოტ დ’ივუარი 26.06. ფილადელფია. “ლინკოლნ ფილდი”. 69 879 მაყურებელი გოლები: 0:1 პეპე (7. ი. დიომანდეს პასით), 0:2 პეპე (64. სანგარეს პასით) კურასაო (5-4-1): როომი 6.3* - ბრენეტი 5.7 (90. სამბო), გაარი 5.6 (77. კასტანეერი 6.5), ობისპო 7.0, ფლორანუსი 6.8, ფონვილი 6.6 (77. ნოსლინი 6.2) - ჩონგი 6.3, კომენენსია 6.7 (61. ანტონისე 6.6), ლ. ბაკუნა 7.1, ჟ. ბაკუნა 5.9 - ლოკადია 5.4 (90. კუვასი) მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი კოტ დ’ივუარი (4-2-3-1): ი. ფოფანა 7.0 - გ. დუე 6.7, ო. დიომანდე 7.2, კოსუნუ 6.5, ოპერი 7.2 - კესი 6.8 (77. სერი 6.4), სანგარე 7.3 - დიალო 7.0 (46. ინაო ულაი 7.1), ი. დიომანდე 7.9 (67. ტურე 6.7) - პეპე 8.1 (67. ვაჰი 6.4) - ბონი 6.1 (67. დიაკიტი 6.5) მწვრთნელი: ემერს ფაე გაფრთხილება: პეპე (35), ჟ. ბაკუნა (75), კასტანეერი (83) მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ნიკოლა პეპე (კოტ დ’ივუარი) არბიტრი: გ. ნიბერგი (შვედეთი) * - შეფასებები Flashscore-ის მიხედვით ის, რაც ვერ შეძლო დიდიე დროგბას თაობამ, მოახერხა კოტ დ’ივუარის ახალი ფორმაციის ნაკრებმა. “სპილოებს” ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ფრეც აძლევდათ ხელს პლეი-ოფის საგზურის მოსაპოვებლად, მაგრამ ფსონი გამარჯვებაზე დადეს და გაიმარჯვეს კიდეც. ორივე გოლი “ვილიარეალის” შემტევმა, ნიკოლა პეპემ გაიტანა - გიორგი მიქაუატძის თანაგუნდელმა, რასაც ჟორჟი უსათუოდ მიულოცავდა… აფრიკელებმა მუნდიალის დებიუტანტი არ შეიბრალეს. ემერს ფაეს გუნდმა მთელი მატჩის განმავლობაში არ მოუშვა მარწუხები დაცვაში და მეტოქეს ერთიც არ გაატანინა. არადა, როგორ გაახარებდათ კარიბელებს კიდევ ერთი სამუნდიალე გოლი… ისე კი, კოტ დ’ივუარი ნებისმიერი მეტოქისათვის ძალიან უხერხული მოწინააღმდეგე იქნება. ამ ნაკრებში ხომ აფრიკული ძალა და ევროპული წესრიგია შეზავებული. დავამატოთ ამას “სპილოების” ზეტექნიკური ფეხბურთელები და საკმაოდ საინტერესო სურათს მივიღებთ. ფაქტები კოტ დ’ივუარის ნაკრებმა პირველად დაძლია მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი. ნიკოლას პეპე, ვინც კურასაოს დუბლი შეუსრულა, მომავალ მუნდიალზე აღარ ითამაშებს - ის სანაკრებო კარიერას ამთავრებს. კურასაოს ჯგუფური ბარიერი რომ დაეძლია, გახდებოდა ყველაზე დაბალრეიტინგიანი ნაკრები მუნდიალების ისტორიაში, რომელმაც ეს მოახერხა 1992 წლის (რაც ფიფა რეიტინგს ადგენს) შემდეგ. თ მ ფ წ ბ ქ 1. გერმანია 3 2 0 1 10:4 6 2. კოტ დ’ივუარი 3 2 0 1 4:2 6 3. ეკვადორი 3 1 1 1 2:2 4 4. კურასაო 3 0 1 2 1:9 1