სპორტი
კუპერი 70 წლის ასაკში ისევ ამოქმედდა — პერუს „უნივერსიტარიოს” ჩაიბარებს
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, 70 წლის არგენტინელი სპეციალისტი ექტორ რაულ კუპერი პერუს კლუბ „უნივერსიტარიოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.

კუპერი ბოლო ორი წელი მუშაობის გარეშე იყო. მის ბოლო სამსახურს სირიის ნაკრების მწვრთნელობა წარმოადგენდა, საიდანაც 2024 წელს გავიდა.
კარიერის განმავლობაში კუპერს ისეთი კლუბები გაუწვრთნია, როგორებიც „ინტერი”, „ვალენსია”, „მალიორკა” და „პარმა”. ეროვნული ნაკრებებიდან კი საქართველოს, სირიის, ირანისა და გვატემალის გუნდები ჰყოლია.