მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
ნიდერლანდების ნაკრები მუნდიალის 1/16-ფინალში მაროკოსთან პენალტების სერიაში დამარცხდა, რის შემდეგაც ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თანამდეობა დატოვა.
მან განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს დიდი იმედგაცრუება იყო. კუმანი ნიდერლანდებს მეორე ვადით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ხელმძღვანელობდა.
მისი ყველაზე დიდი მიღწევა “ნარინჯისფერების” ევრო 2024-ის ნახევარფინალში გაყვანაა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდები პენალტების სერიაში მუნდიალს ზედიზედ მესამეჯერ გამოეთიშა.
სამწვრთნელო ცვლილება არ შედგება თურქეთში. მოსალოდნელი იყო, რომ ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ ჩვენი მეზობლები ვინჩენცო მონტელას დაითხოვდნენ, თუმცა Takvim-ის ინფორმაციით, გუშინ ის ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა და თანამშრომლობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.
თეგები:
ვინჩენცო მონტელა
რონალდ კუმანი
გაზიარება:
(0) /
(0)