"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
“მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი” - კუკურელია “რეალში” გადასვლაზეErnests Gulbis04:53/25-06-2026+-“რეალის” ახალწვეულმა მარკ კუკურელიამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა “ჩელსიდან” “სამეფო გუნდში” გადასულიყო. ირკვევა, რომ მისთვის გადამწყვეტი “ბლანკოსში” მთავარ მწვრთნელად დაბრუნებული ჟოზე მოურინიოს ზარი აღმოჩნდა.
“როდესაც თავად ისეთი მწვრთნელი გიკავშირდება როგორც მოურინიოა, სიამაყით ივსები. მან ჯერ მომწერე და შემდეგ დამირეკა, რადგან სამომავლო გეგმებზე დამლაპარაკებოდა.
მასთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი. იყო მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი, დიდი გამოწვევაა. ყველა გუნდი შენს წინააღმდეგ გამარჯვებისთვის გამოდის.
ენცოს ტრანსფერი “რეალში”? - მან მე დამირეკა და “ბლანკოსში” გადასვლა მომილოცა. იმედი მაქვს, მადრიდში ისიც გადმოვა და ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები”, - ციტირებს კუკურელიას Radio Marca.
შეხსენებისთვის, კუკურელიამ “რეალთან” კონტრაქტი 2032 წლის ზაფხულამდე გააფორმა. “სამეფო გუნდმა” “ჩელსის” ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო გადაუხადა. თეგები:ჟოზე მოურინიორეალიჩელსიმარკ კუკურელია(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ