სპორტი
კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს
მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფიდან გერმანიის ნაკრების სენსაციურად გამოვარდნის შემდეგ, ბუნდესნაკრების მიმართ კრიტიკა არ წყდება.
იულიან ნაგელსმანის გუნდის მუნდიალზე განცდილი ფიასკო, ამჯერად ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა შეაფასა.
“რეალის” ყოფილი ნახევარმცველის თქმით, გერმანიის ნაკრებს ამჟამად მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ ჰყავს.
“გერმანიას ამჟამად არც ერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ ჰყავს. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მსოფლიო დონის პოტენციალი აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე მსოფლიო დონის არიან”, - განაცხადა კროოსმა.